გრიგოლ გეგელია – მამუკა ხაზარაძემ იცის სამუშაო ადგილების შექმნა, ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკაში – წარმოიდგინეთ პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო მოხელის ამპლუაში

დიახ, არც ივანიშვილის ხელისუფლება არ უნდა გავაჭაჭანოთ და არც სააკაშვილის – „ლელოს“ გზავნილია ერთპიროვნულობის, ძველი დრომოჭმული პოლიტიკური პრინციპების დასრულება,- ამის შესახებ „ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით მან განმარტა, რომელ პოლიტიკურ ძალებს გულისხმობდა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი პარტიის ყრილობაზე გაჟღერებული განცხადებისას, რომ „ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს“.
„ჩემი აზრით, საზოგადოება კარგად ხვდება, რომელ ძალებზეა საუბარი. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნება“. ეს არის ერთპარტიულობის, ერთპიროვნულობის, ძველი დრომოჭმული პოლიტიკური პრინციპების დასრულება. ვიზიარებ, მის ამ გზავნილს. ეს არ არის სახელობითად პარტიების დასრულება, ეს არის წარსულის დასრულება, იმ წარსულის, რომელმაც კრიტიკულ მომენტებში ქვეყანა არ მიიყვანა სწორ წერტილებში.
საბოლოოდ, ამ უბედურებაში მოგვიყვანა, იქით რუსების შემოსევაა მოსაგერიებელი, ცალკე ევროპულ კავშირს გვაკარგვინებენ, რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეთ, არ განახორციელებენ ამ რეფორმებს. დიახ, არც ივანიშვილის ხელისუფლება არ უნდა გავაჭაჭანოთ და არც სააკაშვილის თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული ხელისუფლება არ უნდა დავუშვათ. ეს არის „ლელოს“ გზავნილი. აღარ უნდა შევინარჩუნოთ და არ უნდა გავაჭაჭანოთ წარსულის სხვადასხვა ფორმა, ისე, როგორც იყვნენ წარმოდგენილები წარსულში პოლიტიკურ ასპარეზზე“,- აღნიშნა გეგელიამ.
გარდა აღნიშნულისა, მან ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზეც ისაუბრა. როგორც მან განმარტა, „ის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, შეიძლება მაცდურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, ხოლო “ქართული ოცნება” – არა.
„ამას მარტო მე არ ვამბობ, ამას ამბობს . თქვა, ნახეთ: , მოლდოვა და ქართველი ხალხიო. ვინმე ფიქრობს, რომ რომ გრამატიკული უნარ-ჩვევები ამოეწურა შუა წინადადებაში? რატომ ვერ თქვა სხვანაირად? მან ძალიან ნათლად თქვა, რომ ორ შემთხვევაში მიიღო სახელმწიფომ, პოლიტიკურმა მენეჯმენტმა და ერთ შემთხვევაში ახსენა ხალხი, საქართველოს მოსახლეობა…რომ არა არასწორი პოლიტიკა, დღეს ჩვენ კანდიდატის სტატუსი კი არ გვექნებოდა აღსანიშნავი, არამედ ის, რომ წევრობის მოლაპარაკება გავხსენით“,- აღნიშნა გეგელიამ.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, „წარსულის პოლიტიკურ შინაარს უარი უნდა განვუცხადოთ, ეს კი მამუკა ხაზარაძეს ეთქმის“.
„ამ ადამიანმა იცის, როგორ შექმნას სამუშაო ადგილები. მან, როგორც კერძო პირს, დასაქმებული ჰყავს 20 ათასი ადამიანი, 100-ზე მეტი სხვადასხვა წარმატებული კომპანია აქვს შექმნილი, გატანილი ჰყავს ქართული ბრენდი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამ ადამიანმა იცის სამუშაო ადგილების შექმნა, ძალიან დიდი ინვესტიციების მოზიდვა. როგორც კერძო პირს, მას და ბადრი ჯაფარიძეს მოზიდული აქვთ მილიარდები ქვეყნის ეკონომიკაში. წარმოიდგინეთ პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო მოხელის ამპლუაში იმ მანდატით და იმ ქსელით, რაც სახელმწიფოს…“,- აღნიშნა გეგელიამ.
კითხვაზე, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძეს ამბიცია, თუ კოალიციური მთავრობა შეიქმნება ის იყო მთავრობის თავმჯდომარე, გეგელია აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძეს სახელების ინტერესი არასდროს ჰქონია.
„ჩვენ გვაქვს ქვეყნის შეცვლის ამბიცია. ვინ რა პოზიციას დაიკავებს. ცალკე პოლიტიკური დღის წესრიგია. ჩვენთვის მთავარია არ არის პოზიციები და სახელები. ვის, ვის და მამუკა ხაზარაძეს სახელების ინტერესი არასდროს ჰქონია. მან ეს რთული გზა აირჩია, როდესაც ძალიან ბევრი არჩევანი ჰქონდა. მას შეეძლო ბევრად მშვიდად და კომფორტულად ყოფილიყო, ვიდრე პოლიტიკაში. მან ეს გზა აირჩია და სწამს, რომ არ შეიძლება ვიყოთ გაუბედურებული, დაჩაჩანაკებული ქვეყანა“,- აღნიშნა გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

13 მაისიდან პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, შესაბამისი ზომის მოხსნამდე შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტები, სხვა მედიებს კი ადგილზე მუშაობის საშუალება კვლავ არ ექნებათ