ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული, – ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი, გრიგოლ გეგელია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის 2025 წლის ანგარიშს.
„ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში“ – აღნიშნავს პოლიტიკოსი.
ეს არის ანგარიში, რომელიც უკვე პრაქტიკულად ღიად და ფორმალურად ამბობს, რომ არაფერი დემოკრატიული და არაფერი თავისუფალი საქართველოს აღარ აქვს შერჩენილი და რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა არის დასრულებული.
ჩვენ აღარ ვართ არც მოჩვენებითი ავტორიტარიზმის ფაზაში, არამედ გადავედით უკვე სრულყოფილი დიქტატურის ფაზაში და აღარც მოჩვენებითი ევროინტეგრაციის ფაზაში, რადგანაც გადავედით სრულად შეჩერებული პროცესის მდგომარეობაში, სადაც ხელისუფლების კურსის გამო ერის არჩევანის წინააღმდეგ ევროპული ინტეგრაციის კურსი არის უბრალოდ სრულად შეჩერებული. ვიდრე ეს კურსი იქნება ადგილზე, ვიდრე არ შეიცვლება ეს რეჟიმი, არავითარი ევროპული ინტეგრაცია არც წელს, არც გაისად, არც 2030 წელს და არც არასდროს მანამ, სანამ ეს რეჟიმი მართავს საქართველოს, არავითარი ევროპული კურსი არ იარსებებს. ეს დასკვნა ამბობს ორ ძირითად რამეს: ქართული დემოკრატია სრულად არის განადგურებული, და მეორე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა სრულად არის შეჩერებული.
შესაბამისად, ახლა ჯერი არის ჩვენზე, ქართველ ხალხზე და ჩვენს ჯეროვან, ღირსეულ, პრინციპულ ნაბიჯებზე, რომელმაც ეს ქვეყანა უნდა გაათავისუფლოს რუსული სახადისგან და რომელმაც უნდა აღადგინოს ეროვნული და ევროპული პრინციპები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
დემოკრატიული უკუსვლა საქართველოში და მკვეთრად გაუარესებული ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა – ევროკავშირი მწვავე დასკვნას აქვეყნებს.
2025 წლის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ცალკე თავი ეთმობა და მიმოხილულია ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც გასულ წელს ქვეყანაში მოხდა: დაუსჯელი ძალადობა, კანონები, როემლიც რეპრესიულად შეფასდა, პოლიტიკოსების და დემონსტრანტები დევნა და სხვა.
ევროკავშირი წერს, რომ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები უთხრის დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის უფლებებს.
ანგარიშში საუბარია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე და შეჩერებულ პოლიტიკურ კონტაქტებზე.




