ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმების მიზნით იყო გადაყვანილი და „არავითარი საპანიკო“ არ ყოფილა

ადვოკატი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში გეგმური სამედიცინო შემოწმების მიზნით იყო გადაყვანილი და „არავითარი საპანიკო“ არ ყოფილა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კლინიკაში იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი, მიხეილ შაყულაშვილი ადასტურებს.

ადვოკატის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ერთი დღით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში და „არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება არ ყოფილა“.

„გიდასტურებთ, რომ გადაიყვანეს. „საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭიროო“ - ასე არ იყო, ეს იყო გეგმური სამედიცინო შემოწმება. გაიარა სამედიცინო შემოწმება და დაბრუნდა უკან. არავითარი საპანიკო, არავითარი დაავადება რამე არ ყოფილა. ერთი დღით იყო გადაყვანილი, ანალიზების აღება და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა „ტვ პირველთან“.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.