გრიგოლ გეგელია: ბატონმა მადიარმა თქვა, რომ ის არ აპირებს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაერიოს, რასაც აკეთებდა, როცა „ქოცურ“ რეჟიმს ღიად უჭერდა მხარს – ეს არის ორბანის მავნებლური კურსის პირდაპირი ცვლილება

ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ კუდამოძუებული დელეგაცია გაწბილებული დაბრუნდა. მათი მამამთავარი და სულიერი ლიდერი,  პოლიტიკურად განადგურდა და ახლა „ქართულ ოცნებას“ ისღა დარჩენია, რომ გარკვეული პარანოიული თეორიებით, მათთვის არასახარბიელო ვითარების ახსნას შეეცადოს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქოცებმა“ რაც არ უნდა თქვან, ეს მოასწავებს ყველა მსგავსი რეჟიმის იდენტურ დასასრულს“.

“მთელმა მსოფლიომ და საქართველომ ნახა და იზეიმა ვიქტორ ორბანის ავტოკრატიული რეჟიმის დასასრული. „ქოცებმა“ რაც არ უნდა თქვან, ეს მოასწავებს ყველა მსგავსი რეჟიმის იდენტურ დასასრულს. მინდა მათ სპიკერებს, მათ შორის ლევან მახაშვილს ვუთხრა: – გასაგებია, რომ ქართული არ გესმით და ქართულ ენაზე, ქართველი ხალხის ხმა ვერ გაიგეთ და როგორც ჩანს, არც ინგლისური გესმით და ვერც ის გაიგეთ, რა თქვა ბატონმა მადიარმა. მან თქვა, რომ ორბანისგან განსხვავებით ის არ აპირებს სხვადასხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაერიოს, რასაც ვიქტორ ორბანი აკეთებდა, როდესაც „ქოცურ“ რეჟიმს ძალიან ღიად და ვოკალურად უჭერდა მხარს. მადიარმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ეს არის ორბანის მავნებლური კურსის ღია და პირდაპირი ცვლილება.

ჩვენ რასაკვირველია, მზად ვართ პოლიტიკოსთან და პარტნიორთან სასაუბროდ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს იცავს, რომელიც ჩვენც, დემოკრატიულ უნგრეთსაც და სრულიად ცივილიზებულ მსოფლიოს გვაერთიანებს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ორბანის მარცხზე: ეს არის გზავნილი თბილისისთვის, ბრატისლავასთვის და ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონია რომ, ისინი დაუმარცხებელი არიან… დრო მოვა…

ქეთევან ენუქიძე: აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის თუ სიკეთე გინდათ, სიტყვას კი არ უნდა სდიოთ, სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ გამართული პროგრამები და 18 წლის ასაკის შემდეგ ამ ადამიანების დასაქმების და შემდგომი განვითარების პერსპექტივა