ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან, არ ჩავერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, არ ვაპირებ რომ გავლენა მოვახდინო თქვენი ქვეყნის არჩევნებზე – პიტერ მაგიარი

“რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას საქართველოსთან. ხაზი მინდა გავუსვა – ის, რომ ვიქტორ ორბანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რომელიმე სახელმწიფოსთან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამას გავაფუჭებთ.
მე ძალიან მოხარული ვიქნები, რომ გეწვიოთ თბილისში და ვიმუშაო ქართულ მხარესთან. თუმცა ჩვენ, არ ჩავერევით სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, არ ვაპირებ რომ გავლენა მოვახდინო თქვენი ქვეყნის არჩევნებზე, ეს არ არის არცერთი ევროპული სახელმწიფოს საქმე და ჩემი სტილი, ჩემი მიზანია პატივი ვცე იმ კონკრეტული ქვეყნის არჩევანს,”- განაცხადა პიტერ მაგიარმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები