გრეტა წიწავა ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება – ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს

გრეტა წიწავა ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება – ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გრეტა წიწავა “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება, რომელიც წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის მიერ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა.
მისი თქმით, ზემოთ ხსენებული ტრაგედიის თანამონაწილეა „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა.
„ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება -ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს.
ამ ტრაგედიის თანამონაწილეა ნაცმოძრაობასთან აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა.
ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას…“, – წერს გრეტა წიწავა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან