ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი – მაია ბითაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე “ქართული ოცნების” წევრ ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება, რომელიც წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის მიერ მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ გარდაიცვალა.
“სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი ნაც ,,აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს! ესაა ის, რასაც ასწავლიან ჩვენ შვილებს. რა გჭირთ ხალხო რა!!! არ გეყოთ ამდენი კაცთმოძულეობა!
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, – წერს მაია ბითაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.