არქივი7 მარტი, 2025, 00:25
გოჩოლეიშვილმა "ჩელსისთან" 70 წუთი ითამაშა - "კოპენჰაგენი" დამარცხდა

კონფერენს ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „კოპენჰაგენი“ საკუთარ მოედანზე „ჩელსისთან“ 1:2 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ქართველმა ლეგიონერმა გიორგი გოჩოლეიშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა.
"ჩელსიმ" მიმდინარე ტურნირზე შვიდივე დაპირისპირება საერთო ანგარიშით 28:6 მოიგო.
საპასუხო შეხვედრა 14 მარტს ლონდონში გაიმართება.
კოპენჰაგენი - ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 ჯეიმსი (46), 0:2 ფერნანდესი (65), 1:2 პერეირა (80)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.