არქივი1 მარტი, 2025, 22:25
"სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" წააგო - დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა

ლიგა 1-ის 24-ე ტურში „სენტ-ეტიენი“ სახლში „ნიცასთან“ 1:3 დამარცხდა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.7, whoscored 6.5, flashscore 6.5.
„სენტ-ეტიენი“ 19 ქულით ჯერჯერობით მე-16 ადგილზეა და 9 მარტს „ჰავრს“ ესტუმრება.
სენტ-ეტიენი - ნიცა 1:3
გოლები: 0:1 როსარიო (10), 1:1 სტასენი (32), 1:2 ნადე (52, საკ. კარში), 1:3 გესანი (69)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.