არქივი16 მარტი, 2025, 23:05
გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა - "კოპენჰაგენმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]
![გოჩოლეიშვილმა შორეული დისტანციიდან გაიტანა - "კოპენჰაგენმა" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/aeb341e280e9ac2c2010dacd2d9d52c5-W5kuoK.jpeg)
დანიის სუპერლიგის მორიგ ტურში "კოპენჰაგენი" "ვიბორგთან" 2:3 დამარცხდა. სტუმართა რიგებში თავის გამოჩენა გიორგი გოჩოლეიშვილმა მოახერხა.
განაპირა მცველმა 26-ე წუთზე შორეული დისტანციიდან ზუსტად დაარტყა და "კოპენჰაგენის" რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა. სტუმრები წინ ორბურთიანი სხვაობით იყვნენ, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაუშვეს და დამარცხდნენ.
"კოპენჰაგენი" დანიის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "მიდტიულანდს" 4 ქულით ჩამორჩება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.