არქივი16 მარტი, 2025, 03:21
კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და "ფროზინონეს" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]
![კვერნაძემ ლამაზი გოლი გაიტანა და "ფროზინონეს" ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/03/57ffc55700711f91199a4d9b64b83bd9-sVuPVM.jpeg)
სერია B-ს 30-ე ტურში „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი კვერნაძემ ამ მატჩში ანგარიში მე-16 წუთზე ლამაზი გოლით გახსნა. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს, მისი თამაში flashscore-მ 7.5 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 7.2-ით. მიმდინარე ტურნირზე ქართველის ანგარიშზე 25 შეხვედრაში 3 გოლია.
„ფროზინონემ“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ბოლო 6 დაპირისპირებაში მარცხი არ განუცდია, 33 ქულით მე-12 ადგილზეა და 29 მარტს „სამპდორიას“ ესტუმრება.
ფროზინონე - ბრეშა 2:1
გოლები: 1:0 კვერნაძე (16), 1:1 მონჩინი (42), 2:1 გაჯემისი
(61)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.