გოჩა მირცხულავა: ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება პროცესის მიმართ, მაგრამ ამ დაცინვის მერე ვიტყვი სწორედ – აქსიოს!

ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
ჰო, იკითხა იყო თუ არა ბიძინა ტაძარში და რა მოხდა? რომელი არ იკითხავდით? მე არ მეგულება ექსხელისუფლება, რომელიც თუნდაც PR-ის ნაწილში და სხვა ქმედებებით, იგივეს არ გააკეთებდა და შესაძლოა, უფრო ხისტად, რაც გააკეთა ივანიშვილმა და “ოცნებამ”. თუ რომელიმე წინა ხელისუფლება დაიჩემებს რომ სხვაგვარად მოიქცეოდა ,მაშინ ვიკითხავ – ბოლო წლები “ნატურალიზირებულ” ლუსტრაციასთან რომ გვაქვს საქმე, რატომ კანონი არ მიიღეთ?
ვინც ეკლესიაში რუსულ ორბიტაზეა, ისინი მაშინაც იქ იყვნენ, ყველა წინას დროს.
ადრეც მაშველი რგოლო იყო ეკლესია, ისევე როგორც ახლა… გასაგებია რომ ახლა ვიღაცას “მართვის” მეთოდი არ მოსწონს, მაგრამ ყველა ისე მიირთმევს ბრინჯს როგორც შეუძლია – ვინ ჯოხით, ვინც ჩანგლით, ვინ თითებით.
პატრიარქს იმიტომ კი არ უნდა დასცინოთ, რომ ბიძინა იკითხა – კედელს უნდა ურტყამდეთ თავს, რომ მუდამ გაურბოდით ეკლესიაზე დისკუსიას და ახლა საერთოდ დაიმალეთ.
ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება პროცესის მიმართ, მაგრამ ამ დაცინვის მერე ვიტყვი სწორედ – აქსიოს!

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია