სამოქალაქო აქტივისტი და განათლების ექსპერტი, გოტა ჭანტურია:
2008 წლის ომის ვეტერანს, რომელიც ომში ორსული იბრძოდა, 18 წლისთავზე შვილებთან ერთად ქუჩაში ღია ცის ქვეშ ტოვებენ. 7-სულიან ოჯახს, ბავშვებითა და შშმ პირით, ერთადერთ თავშესაფარს ართმევენ.
სულ რამდენიმე თვის წინ, ჩემი და ჩემი ოჯახის მხარდასაჭერად საზოგადოებამ უდიდესი სოლიდარობა გამოხატა!
ამის შემდეგ, სტუდენტების თაოსნობით, დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახებისათვის სრულიად უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანია ვიხილეთ.
ახლა მინდა გთხოვოთ ანალოგიური მობილიზაცია გამოსახლების წინააღმდეგ!
ზოგადად, მე თუ მკითხავთ, გამოსახლება წარმოუდგენელი მასშტაბის ბოროტებაა და ნორმალურ სახელმწიფოში საერთოდ არც უნდა ხდებოდეს. თუმცა, ჩვენთან სახელწიფო პირდაპირ მევახშის მხარეს წარმოადგენს – არსად ჩანს როცა ჩვენ გვჭირდება, მაგრამ პოლიციის ძალით ჩნდება, როცა მევახშე „აღსრულებას“ ითხოვს.
ასევე, ცხადია, სისტემურ დონეზე ამ პრობლემების მოგვარება სახელმწიფოს გარეშე წარმოუდგენელია. ცვლილებებიც სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ მევახშეებისა და მძარცველების ნაცვლად, ხალხის საჭიროებები იყოს გათვალისწინებული.
მოკლედ, მეგობრებო, აბსოლუტური მობილიზაცია. ამ ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი ღირსების საკითხია! ვისაც გაგიხარდებათ, ჩათვალეთ რომ ამით პირადად მე მეხმარებით!
საჭიროა $60,000-ის აგროვება. თითო ლარიც მნიშვნელოვანია!
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000613039749
TBC ბანკი: #GE93TB7236345064300131
ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze
მიმღები – სონა კალანდაძე
რამდენიმე საათში ერთხელ დავდებ განახლებას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით!




