გორში, ძმების ჯგუფურად ცემისთვის 4 არასრულწლოვანი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, გორში დააკავეს ოთხი არასრულწლოვანი, რომლებსაც სხვა ორი არასრულწლოვანის, ძმების ჯგუფურად ცემა ედებათ ბრალად. ერთ-ერთი დაკავებული წარსულშიც ნასამართლევია ქურდობისა და ცემისთვის.
უწყების ცნობით, 16 მაისს, წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით მოწეყო შეხვედრა ასევე არასრულწლოვან ძმებთან. ფიზიკური ძალადობა სწორედ ამ შეხვედრისას მოხდა.
დაკავებულთაგან სამს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემას გულისხმობს. ხოლო ერთს, იგივე მუხლის ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემას გულისხმობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.