ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცების გამო 2 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დააკავეს

ვარკეთილში მიკროავტობუსის გატაცების გამო 2 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი დააკავეს

პოლიციამ თბილისში, ვარკეთილში, მიკროავტობუსის გატაცებისა და ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ორი პირი დააკავა - მათგან ერთი არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტომობილის გატაცების ფაქტის მოტივებზე არ საუბრობენ და არც იმას არ აკონკრეტებენ, დაკავებული პირები მუდმივად ცხოვრობდნენ თუ არა თბილისში.
მიკროავტობუსის გატაცების ფაქტი გუშინ, 21 მაისს, მოხდა. გატაცებული ავტომობილი არ იყო თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ნაწილი - ის კერძო მფლობელს ეკუთვნის. გამოძიების ვერსიით, ავტომობილის გატაცების შემდეგ გამტაცებლები ავტოსადგომზე მდგარ ოთხ ავტომობილს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.