გორში ერისთავის თეატრში კონცერტი გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, ერისთავის თეატრში ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი გაიმართა აშშ-დან მოწვეული სტუმრების, გრემის მფლობელი ვარსკვლავების, არი ჰონიგისა და ბამ როდრიგესის თანამონაწილეობით , - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტზე შესრულდა საგუნდო კომპოზიციები ერთობლივი ალბომიდან, რომელიც 2023 წელს Leno Records-ში ჩაიწერა.
„პროექტი ქართულ-ამერიკული კულტურათაშორისი კავშირების გამოვლენას, ქართული მრავალხმიანობის ახლებურად გააზრებასა და თანამედროვედ აჟღერებას ემსახურება.
ორგანიზატორები არიან: სსიპ გორის ქალთა კამერული გუნდი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და ერისთავის თეატრი“ - ნათქვამია განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.