ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიმდინარეობს

გორში საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში ერისთავის სახელობის თეატრის ეზოში ახალგაზრდებმა პერფორმანსები „ძალა ერთობაშია“ და „ისტორიები ჩვენი სახლიდან“ წარმოადგინეს.
„პროექტში ჩართულები არიან გორსა და დიცში მცხოვრები ახალგაზრდები. სხვადასხვა თემატიკაზე პერფორმანსების ჩვენება გორის მიწისქვეშა გადასასვლელსა და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ დიცშიც მოეწყო.
ფესტივალის ფარგლებში გორში იმყოფებიან და მოზარდებთან მუშაობენ რეჟისორები და მსახიობები სხვადასხვა ქვეყნიდან.
საერთაშორისო ფესტივალის „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ფარგლებში, პროექტში ჩართული ახალგაზრდები ქართულ - პოლონური სპექტაკლზეც მუშაობენ, რომელსაც ჯერ გორში, შემდგომ კი პოლონეთში წარადგენენ.
საერთაშორისო კინოსა და თეატრის ფესტივალი ,,ხელოვნება საზღვრების გარეშე’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდები დაეუფლონ კინოსა და თეატრის სამსახიობო ხელოვნებას, შეისწავლონ ფილმების გადაღება- მონტაჟი და ცეკვისა და სიმღერის მრავალფეროვანი მიმართულებები.
ფესტივალის ადგილობრივი პარტნიორები საქართველოში არიან: გორის მუნიციპალიტეტის მერია; ა(ა)იპ ჭკვიანი მომავალი; ა(ა)იპ კონფლიქტების გადაწყვეტისა და შერიგების საერთაშორისო ფონდი; გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ზენ სტუდიო•Zen Studio“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.