ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები

გორში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 8 ადამიანი - ავტომობილების მძღოლები და რამდენიმე ქვეითი, მათ შორის ბავშვები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.