ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 57

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 57 კი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სტამბოლისკენ მიმავალ გზატკეცილზე ჯაჭვური რეაქციით ავარიაში მოყვა რამდენიმე მანქანა, მათ შორის სამი ავტობუსი და სატვირთო. ადგილზე ნისლი და დაბალი ხილვადობა იყო.
გუბერნატორმა თქვა, რომ მანქანა სავარაუდოდ სატვირთოს შეეჯახა, რამაც უკანა მხარეს სხვა ავარიები გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.