ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილთა ოჯახების მიწის ნაკვეთებზე 100-მდე სათბური მოეწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ერგნეთსა და არბოში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო. სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სოფლად განსახლებული დევნილების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში ხელშეწყობაა. დევნილი ოჯახები სათბურში მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციას ეწევიან.
დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს. იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ჯამში, 100-მდე სათბური მოეწყო.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.