ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდირებულ ახალ მეთოდოლოგიას ნერგავს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდირებულ ახალ მეთოდოლოგიას ნერგავს.
გორის მერიის ინფორმაციით, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“ - Civil Participation in Decision Making Toolkit (CPT) - ასეთია მეთოდოლოგიის განმარტება და გულისხმობს ადგილობრივი თემის შეფასებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალის მიხედვით.
„CPT ინსტრუმენტის გამოყენებით, ადგილობრივი საზოგადოებიდან შეირჩა, მექანიზმზე დაყრდნობით შეფასდა და დაკომპლექტდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტთან ერთად საშუალოვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროსაბჭოსა და USAID - ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები მერიაში მოქმედ სამუშაო ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს.
საშუალოვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაში მოქალაქეთა მაღალი ჩართულობის ვალდებულება მუნიციპალიტეტებს საქართველოს მთავრობის N264 განკარგულებით განესაზღვრათ.
ევროპული სტანდარტის ინსტრუმენტის დანერგვის პასუხისმგებლობა, გორის მუნიციპალიტეტმა მერიამ ევროპის საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიიღო.
სამუშაო ჯგუფის წევრები ახალი მეთოდოლოგიის პრინციპებს საქართველოსა და ავსტრიაში გაეცნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.