გორის მერმა ჩეხეთის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჩეხეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა დელეგაციის წევრებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„ჩეხმა სტუმრებმა მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილების შესახებ ისაუბრეს. გორის მერმა მათ მუნიციპალიტეტის საინვესტიციო, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ პერსპექტიულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გორს სტუმრობდნენ ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენსი, ჩეხი ექსპერტი თომას პაველკა, ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი ჟანა ზელინგეროვა და ჩეხეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის კოორდინატორს თეონა რობაქიძე.
მერთან ერთად, სტუმრებთან შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე თარხნიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი ედიშერაშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)