ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მერი მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერი სერგი მაკალათიას სახელობის გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალს სტუმრობდა. მან მუზეუმის თანამშრომლებს 18 მაისი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„დღეს, საქართველოს მასშტაბით მუზეუმები დამთვალიერებელს უფასოდ მასპინძლობს. ყველა მუზეუმში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ (ICOM) 1977 წელს დააფუძნა. მისი მიზანი საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის მნიშვნელობის გაცნობიერება იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.