ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთში პარაკლისს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ოჯახურ ღირებულებებზე, საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, ასევე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მტკიცე ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ქაშვეთის ტაძართან მეუფე შიომ პარაკლისი აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ, სამღვდელოებამ და მრევლმა საზეიმო მსვლელობით სამების ტაძრისკენ გადაინაცვლა. თავდაცვის მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში სამადლობელ პარაკლისსაც დაესწრო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.