ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორის მერია - გორის ცენტრალურ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორის ცენტრალურ უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. კერძოდ, ამჟამად თუთარაშვილისა და გიგაშვილის ქუჩებზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 217 მეტრი გზის რეაბილიტაცია.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
სამუშაოების ღირებულება 277 355 ლარია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.