არქივი9 მაისი, 2024, 09:50
გორის მერია - გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
გორში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკო.
„საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ სამამულო ომის მონაწილეების ახლობლებიც. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 79 წლის წინ განვითარებული მძიმე მოვლენები.
გორის მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის ერთი მონაწილეღა ცხოვრობს. ის გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან წლის განმავლობაში ფულადი დახმარების სახით 1000 ლარს მიიღებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.