თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით 4 პირი დააკავა. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რესტორან “სტუმარ და მასპინძელში” ჩხუბი გვიან ღამით იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკება რესტორნის შიდა ტერიტორიაზე დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში 20-მდე პირი მონაწილეობდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ჯგუფიც იმყოფებოდა. სავარაუდოდ, არიან დაშავებულებიც.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.