ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გორდულაძე: ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის - მთავარია, რა სჭირდება ქართველ ხალხს

გორდულაძე: ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის - მთავარია, რა სჭირდება ქართველ ხალხს

არაერთი წელია, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები არსებობს. ეს შანტაჟის მექანიზმადაა გამოყენებული, რომ როგორმე ზეწოლა მოახდინონ იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს სანქციები და შანტაჟის მექანიზმები არ მოქმედებს, ყველამ კარგად დაიმახსოვროს.

ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარისთვის მატერიალური და ფინანსური რესურსები მთავარი არ არის - მთავარია, რა სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, სანქციებთან დაკავშირებით ეს განცხადებები უბრალოდ ღიმილისმომგვრელიც კი აღარაა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თქვა დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა, ფილ ბრიკელმა 8 იანვარს გამართულ სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა და ის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოწოდებით გამოვიდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.