ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით მას. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა

ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით მას. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა
ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და მივყვებით მას. ჩვენ გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მამუკა ფიფიას განცხადებაზე საუბრისას, რომელიც გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღსადგენად დაიდოს გეორგიევსკის ტრაქტატის მსგავსი შეთანხმება.
მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობის მთავარი წინაპირობა არის ის, რომ აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
„ცნობილია რა წინაპირობებია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენისთვის, რომელთანაც ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს და ჩვენი პოზიცია ამაშია გამოხატული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა