ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გორგიას" მარკეტინგის უფროსმა თანამდებობა დატოვა

"გორგიას" მარკეტინგის უფროსმა თანამდებობა დატოვა

"“გორგიადან" წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე“ — წერს გიორგი თურქაძე, "გორგიას" მარკეტინგის სამსახურის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში.
თურქაძე ამბობს, რომ ის აქციაზე ყოველდღე დადის.
"მეგობრებო, მე ჩემს სამოქალაქო პოზიციას ყოველ საღამოს ვაფიქსირებ აქციებზე დგომითა თუ აზრის საჯაროდ დაფიქსირებით.რაც შეეხება კომპანია “გორგიას”, რომლის განვითარებაშიც გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის, გული მტკივა, რაც მის გარშემო ხდება. წამოსვლის შესახებ განცხადება კი 6 დეკემბერს დავწერე," - ვკითხულობთ მის პოსტში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.