ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მან შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილი პატაკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თავად გამოაქვეყნა.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, - წერს პატაკში შაიშმელაშვილი.
შაიშმელაშვილი "ფეისბუქ" პოსტს, გადადგომის შესახებ განცხადებასთან
ერთად, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ნიშნებსაც ურთავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.