ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" დაამარცხა

"გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" დაამარცხა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ცენტრალური შეხვედრა ლოს ანჯელესში, ადგილობრივ "ლეიკერსსა" და სან ფრანცისკოულ "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შორის გაიმართა, მატჩი "უორიორსის" გამარჯვებით 123:116 დასრულდა.
გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო კვლავაც სტეფ კარი გახლდათ, რომელმაც თავი 37 ქულით, 3 მოხსნითა და 6 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
სტეფს მხარი ბრანდინ პოძიემსკიმ აუბა, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
სათადარიგო სკამიდან ჯონათან კუმინგამ აქტივში 18 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა.
რუი ჰაჩიმურას ანგარიშზე 24 ქულა, ხოლო ლუკა დონჩიჩის - 19 ქულა გახლდათ.
დასავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონის დასრულებამდე სიტუაცია დაიძაბა, "ლეიკერსს" 46 მოგება და 30 მარცხი აქვს, რითაც მე-4 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს 5 აპრილს, საკუთარ არენაზე "ნიუ ორლეანს პელიკანსთან" გამართავს, რაც შეეხება "გოლდენ სტეიტს", "ოქროს შტატელები" 45 გამარჯვებითა და 31 წაგებით იმავე დასავლეთში მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან, ხვალ გამთენიისას კი "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.