კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
![კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/04/95f99715669a4aaf940443ca677bad56-UfCQYX.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "გოლდენ სტეიტმა" სტუმრად "მემფის გრიზლი" 134:125 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში სტეფ კარიმ მორიგი ფენომენალური მატჩი ჩაატარა, ვეტერანმა უკანახაზელმა 52 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი მიითვალა. კარიმ მეტოქის ფარში 20 ცდიდან 12 სამქულიანი მოათავსა.
"უორიორსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დრეიმონდ გრინმა კი სამმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი გადაცემა.
"მემფისიდან" ჯა მორანტმა საკუთარ გუნდს 36 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "გოლდენ სტეიტმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და დასავლეთ
კონფერენციის სატურნირო ცხრილში 44 მოგებითა და 31 მარცხით, მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. "ოქროსშტატელები" მორიგ შეხვედრას 4 აპრილს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" წინააღმდეგ გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.