ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

თურქული t24-ის ცნობით, "ემპოლის" მცველი საბა გოგლიჩიძე შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს.
გოგლიჩიძის "რომაში" ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, მის ნაცვლად "გალათასარაიდან" ვიქტორ ნელსონი იჯარით აიყვანეს და ახლა სტამბოლური კლუბი დანიელის შემცვლელად ქართველის დამატებას ცდილობს.
footitalia იტყობინება, რომ "ემპოლიმ" პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და არაა გამორიცხული წარმატებით დასრულდეს.
სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა და "გალათასარაი" საბას გადაბირებას ბოლომდე შეეცდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.