არქივი2 მაისი, 2024, 22:52
გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა
გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს აპროტესტებენ, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ გაიხსნა.
სამართალდამცავებმა საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ. პოლიციის ამ მოთხოვნას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.
ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
მომიტინგეთა ნაწილი ახლა გმირთა მოედნიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.