ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გმირთა მოედანზე მოძრაობა ისევ ყველა მხრიდან პარალიზებულია - მომიტინგეებმა მოედნიდან გამავალი ყველა გზა ისევ ჩაკეტეს

მოედანზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეების ნაწილი იმყოფება, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია ესტაკადაზე, ასევე ვარაზისხევის, ლაგუნას ვერეს, თამარ მეფის გამზირის, კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
დემონსტრანტები სკანდირებენ - "საქართველო", "არა რუსულ კანონს!"
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილიც მსვლელობით გმირთა მოედანზე მყოფ მომიტინგეებს შეუერთდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.