პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში

გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში
გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ღირებულება 113 დოლარით გაიზარდა და 4 211 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემებით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 2.7%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოქრო 12%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა წლიურად 19%-იანი ზრდა ფიქსირდება.

რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?

ოქროს გლობალური გაძვირება აისახა ადგილობრივ ბაზარზეც და ფასი დღიურად 10 ლარით გაიზარდა.

კერძოდ, 14 ივნისის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქრო საშუალოდ 375 ლარი ღირს, მაშინ როცა გასულ დღეებში მისი ფასი დაახლოებით, 365 ლარი იყო.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.