ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გლდანის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო – თბილისის მერია

გლდანის რაიონში ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო – თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ორ მისამართზე დასრულდა.
გობრონიძის N25 კორპუსის მიმდებარედ, ფეხბურთის სრულიად ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონი მოეწყო. ასევე, სარაჯიშვილის გამზირის N7 კორპუსთან არსებული სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა.
ორივე მისამართზე სამუშაოებისთვის 228 000 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.