ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავჭალაში, ლიბანის ქუჩის I შესახვევში ასფალტის საფარი იგება - თბილისის მერია

ავჭალაში, ლიბანის ქუჩის I შესახვევში ასფალტის საფარი იგება - თბილისის მერია

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაციას ასრულებს – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ამჯერად, ლიბანის I შესახვევში, დაახლოებით, 5 500 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტის თანახმად, მოეწყო ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკები და მიმდინარეობს ასფალტის მეორე ფენის დაგება.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე იხარჯება.
გზის მოწესრიგების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.