ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიტანას ნაუსედა - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე უნდა დარჩეს -უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია, მოქმედების დროა

გიტანას ნაუსედა - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი მაგიდაზე უნდა დარჩეს -უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია, მოქმედების დროა

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. საუბრის დრო აღარ არის - მოქმედების დროა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას
„უკრაინის უსაფრთხოების რეალური გარანტიები - ნატო-ს წევრობა მაგიდაზე უნდა დარჩეს. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ომის დანაშაულებზე და სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია არ შეჩერდება“, - აღნიშნა ნაუსედამ.
მისივე თქმით, საჭიროა სასწრაფო დაფინანსება იარაღისთვის და 10 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისთვის, ასევე რუსეთისთვის გაყინული აქტივების ჩამორთმევა და ტარიფების დაწესება რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ საქონელზე.
„უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება - მიზნობრივი თარიღი 2030 წლისთვის. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოების ნაწილია. ვიმოქმედოთ ერთად“, - აღნიშნა ნაუსედამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.