გიტანას ნაუსედა – საქართველო უკეთესს იმსახურებს – პრეზიდენტო, დარჩით მედგრად

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ „საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
„მისი დამოუკიდებლობის დღიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ახალი კანონის მიღება დემოკრატიული ღირებულებებისგან სახიფათო ჩამოცილებას წარმოადგენს. ის ქვეყანას ევროპისთვის ზურგს აქცევინებს.
ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს.
ქალბატონო პრეზიდენტო, დარჩით მედგრად!”, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სალომე ზურაბიშვილის მიმართავს.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”