ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიტანას ნაუსედა სალომე ზურაბიშვილს - ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერას

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოსტს პასუხობს, სადაც მან ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა.
„პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, გმადლობთ! ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს ევროპულ გზის მხარდაჭერას“, - წერს გიტანას ნაუსედა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გიტანას ნაუსედას ლიეტუვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მიულოცა. "მოუთმენლად ველით ჩვენი კავშირების გაღრმავებას, ერთობლივ მუშაობას საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებისთვის და უფრო ძლიერი და უსაფრთხო ევროპული მომავლის ასაშენებლად" , - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.