გიტანას ნაუსედა – რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ავრცელებს.
“ამ საღამოს რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ეს საერთაშორისო სამართლისა და ლიეტუვის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპის საჰაერო თავდაცვის მზაობის გაძლიერების მნიშვნელობას.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს დაიბარებს ამ უგუნური და სახიფათო საქციელისთვის პროტესტის გამოსახატად”, – განაცხადა ნაუსედამ.
ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და სატრანსპორტო თვითმფრინავი ლიეტუვის ტერიტორიაზე კალინინგრადის ოლქიდან შეიჭრნენ. ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 700 მეტრით შეიჭრნენ და ტერიტორია 18 წამში დატოვეს.
საპასუხოდ, ლიეტუვის ტერიტორიაზე მყოფი ორი ესპანური საბრძოლო თვითმფრინავი აფრინდა, რომლებიც ახლა საჰაერო პატრულს ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)