ლიეტუვის პრემიერი – ლიეტუვა ჩაკეტავს ბელარუსთან საზღვარს და ჩამოაგდებს ნებისმიერ საჰაერო ბუშტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს – ჰიბრიდულ თავდასხმებს არ დავუშვებთ

მთავრობა ბელარუსთან საზღვრის დაკეტვის გეგმას განახორციელებს, რომელიც მხოლოდ იმ დიპლომატებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს არ შეეხებათ, რომლებიც ბელარუსს ტოვებენ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგა რუგინინემ უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ლიეტუვა ჩამოაგდებს ნებისმიერ საჰაერო ბუშტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.
„ამით ვუგზავნით სიგნალს ბელარუსს და ვეუბნებით, რომ აქ არცერთ ჰიბრიდულ თავდასხმას არ დავუშვებთ, ჩვენ ყველა მკაცრ ზომას მივიღებთ ასეთი თავდასხმების შესაჩერებლად“, – განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა.
მისი თქმით, ქვეყანა არ გამორიცხავს ნატო-ს მე-4 მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების მოწვევის შესაძლებლობას.
შეგახსენებთ, ლიეტუვამ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბელარუსიდან მეტეოროლოგიური ბუშტების შეფრენის გამო, ბელარუსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ვილნიუსის აეროპორტი დროებით დახურა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”