გირჩი TV-ს თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია
გირჩი TV-ს თანამშრომელი, გიორგი მოსიაშვილი, მოწმის სახით გამოკითხეს და გაათავისუფლეს. საქმე ეხება პროსახელისუფლებო მედიების, “იმედისა” და “POSTV”-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც, მათივე მტკიცებით, მოსიაშვილი “ძალადობრივი აქციების სცენარს” განიხილავს.
“გირჩი – მეტი თავისუფლებაში” ამბობენ, რომ ჩანაწერი რამდენიმე თვის წინანდელი საუბრის ფაბრიკაცია/კომპილაციაა. აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა პროსახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული ჩანაწერი ყალბ ინფორმაციად მონიშნა.
გიორგი მოსიაშვილს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში, რუსთავში მიაკითხეს და თბილისში წამოიყვანეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.