გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის გიორგი მოსიაშვილის სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა
გირჩი - მეტი თავისუფლების წევრის და გირჩი TV-ის თანამშრომლის - გიორგი მოსიაშვილის სახლში თბილისის კრიმინალური პოლიცია მივიდა.
"გიორგი მოსიაშვილს თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ მიაკითხა სახლში და რუსთავიდან გადმოიყვანეს თბილისში. მეტი ინფო ჯერ არ მაქვს. ვარკვევთ", - აცხადებს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანა ყურაშვილი.
ცოტა ხნის წინ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს დღეს უკვე მეორედ ჩაუსაფრდნენ, რის შემდეგაც მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა.
ბოლო დღეებში უცნობი პირები უსაფრდებიან და თავს ესხმიან და ფიზიკურად უსწორდებიან ოპოზიციონერებს და რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.