ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდეს

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიას 12 დღით პატიმრობა შეუფარდეს

იგი სხდომათა დარბაზშივე დააკავა პოლიციამ.
გელა ხასაია 31 მარტს დააკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია მისი ჩანთის ჩხრეკას ითხოვდა და ამბობდა, რომ ეს „გარეგანი დათვალიერება“ იყო.
„მოგვიწევს, რომ გადაგიყვანოთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს... გვაქვს გონივრული ეჭვი“, - უთხრა მაშინ ერთ-ერთმა პოლიციელმა ჟურნალისტებს.
გელა ხასაიამ თქვა, რომ თანახმა იყო, მისი ჩანთა გარედან დაეთვალიერებინათ, რასაც „გარეგანი დათვალიერება“ მოიცავდა. ის ცდილობდა გაერკვია, რატომ მოითხოვდნენ მისი ჩანთის ჩხრეკას, რა დროსაც მოულოდნელად დააკავეს.
თავდაპირველად ადგილზე მდგომმა პოლიციამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხასაია პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის არათუ „გადაიყვანეს“, არამედ დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ამის შემდეგ ხასაია 2 აპრილს გამოუშვეს იზოლატორიდან. სასამართლო დღეს გაიმართა.
იზოლატორიდან გამოშვების შემდეგ თქვა, რომ მისი არაერთხელ დაკავების შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად პირველად მოხდა, რომ ის მთლიანად არ გააშიშვლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.