არქივი16 აპრილი, 2025, 13:37
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრ გელა ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით, ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ხასაია სხდომათა დარბაზში დააკავეს.
საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ფაქტს. ის სამართალდამცავებმა აქციის დაწყებამდე დააკავეს, რა დროსაც მისი ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობდა.
შსს ხასაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.