ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა

გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა

ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა როგორც სხდომათა დარბაზში, ასევე სასამართლოს ეზოში, სადაც აქტივისტები და ზურაბ ჯაფარიძის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.