პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს" - ანტონიო კონტეს სკუდეტოს მოგებაზე ჰკითხეს

"გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს" - ანტონიო კონტეს სკუდეტოს მოგებაზე ჰკითხეს

"ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს, ჟურნალისტებმა სკუდეტოს შესაძლო მოგებაზე ჰკითხეს. იტალიელი სპეციალისტის თქმით, ამის შანსი რეალურია და წარმატების მიღწევის სჯერა.
"გიჟები უნდა ვიყოთ, ამის რომ არ გვჯეროდეს. 9 თამაში დარჩა, ლიდერს კი მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით, ამაზე ვინ არ იფიქრებდა? ჩვენ ცხრილის სათავეში ვართ და იმ პოზიციაზე ვართ, რომელსაც სეზონის დაწყების წინ ვერავინ წარმოიდგენდა. ამიტომ საკუთარი თავის 100%-ით უნდა ვირწმუნოთ.
"მილანთან" ურთულესი მატჩი გველოდება, ვხვდებით გუნდს, რომელიც იანვარში ძალიან გაძლიერდა, მაგრამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ და მიუხედავად მეტოქისადმი დიდი პატივისცემისა,
"როსონერის" არ გვეშინია", - განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი დღეს, 30 მარტს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.